ბოთლისმიერი კარიესი
ბოთლისმიერი კარიესი პატარებში ფართოდ გავრცელებული კარიესის ფორმაა. მისი სახელწოდება დაკავშირებულია ბოთლით ტკბილის რძის, დამტკბარი სითხეების მიღებასთან, რამაც შესაძლოა პატარას კიჭუნების კარიესით დაავადება გამოიწვიოს.
ბოთლისმიერ კარიესთან ბრძოლა კომპლექსური საკითხია და მხოლოდ პირის ჰიგიენის დაცვა არ არის საკმარისი.
პატარების კიჭუნების წმენდა, უნდა დავიწყოთ ადრეულ ასაკში, როგორც კი პირველი კიჭი ამოჭრით. გამოიყენეთ ჯაგრისი და სპეციალური, დენტალური ხელსახოცები, რომ გამოუწმინდოთ პირის ღრუ და ღრძილების ზედაპირი. განსაკუთრებით შეუცვლელია ძილის წინ ჰიგიენა, რადგან ამ დროს თვითწმენდის პროცესი არ მიმდინარეობს პირის ღრუში და კბილების გაწმენდა აუცილებელია.
შეუზღუდოთ ტკბილეულის დოზა, მიირთვას მხოლოდ ბუნებრივი ჯანსაღი ტკბილეული. დიდი დოზით ტკბილი, როგორც იცით, დიაბეტის რისკსაც ზრდის. თუ მაინც გსურთ პატარას ტკბილეულით დაჯილდოება, მიეცით ის მთავარი კვების შემდგომ და დასრულებისთანავე გაუწმინდეთ კბილები ან დაალევინეთ წყალი, რომ ტკბილეულში შემავალმა მჟავე ნივთიერებებმა არ დააზიანოს მინანქარი.
ერთი წლის ასაკიდან ძუძუთი კვების შემთხვევაში კვების შემდეგ ფრთხილად გაუწმინდეთ პირის ღრუ დენტალური ხელსახოცით და თუ პატარა ბოთლით კვებაზეა, ღამით მხოლოდ წყალი უნდა მიირთვას.
და ბოლოს, კარიესი არის ინფექცია, რომელიც შესაძლოა პატარას ახლო ადამიანებთან კონტაქტით გადაედოს, ამიტომ მნიშვნელოვანია კარიესის პროფილაქტიკაში მთელი ოჯახი იყოს ჩართული. დაუშვებელია ერთი კოვზით მიირთვას პატარამ და ოჯახის უფროსმა წევრებმა. კარიესის გამოვლინება ყველაზე სწრაფად პატარებში ხდება, რადგან პატარებში ყველა პროცესი უსწრაფესად პროგრესირებს. პატარას კარიესი შესაძლოა სიგნალიც იყოს ჩაუტაროთ პროფილაქტიკა უფროს შვილებსაც.
თუ კიდევ გაქვთ კითხვები ბოთლისმიერ კარიესთან დაკავშირებით, მოგვმართეთ, ჩვენ სიხარულით დაგეხმარებით.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227